понедельник, 14 апреля 2014 г.

სასწავლო პროექტი '' გეომეტრიული ფიგურების გამოყენება ცხოვრებაში"


        1.        პროექტის  მთავარი  იდეა  (თემა)  1-2  წინადადებით: მოსწავლეები   დააკვირდებიან  თუ ცხოვრებში  სად  ხვდებათ   გეომეტრიული  ფიგურები.
2.        პროექტის  აქტუალობა:      მოსწავლეები  შეეცდებიან, თუ  რა  გამოყენება  აქვს 
  გეომეტრიულ   ფიგურებს  ცხოვრებაში. 
3.        პროექტის  მიზანი: ღრმად  ჩასწვდნენ  ფიგურათა  თვისებებს. კვლევა-ძიების  უნარის განვითარება.
4.         მონაწილეთა  ასაკი: 13-14 წ.
5.         ვადები/ ხანგრძლივობა:  2 კვირა.
6.         მოსალოდნელი  შედეგები/ პროდუქტები,  რაც  შეიძლება  შეიქმნას:        მაკეტების,ნახაზების  შექმნა.
7.         პროექტისათვის  საჭირო ძირითადი  რესურსები: ინტერნეტი,  მარკერი,    ფორმატები,   ფანქარი,საშლელი.
8.          პროექტის   მსვლელობა( ძირითადი აქტივობები): ჯგუთებად დაყოფა  (  3    ჯგუფი)
    1. მოიძიონ მასალა გეომეტრიულ   ფიგურებს  ცხოვრებაზე ინტერნეტით.
    2. შექმნან  მაკეტი.
    3.შექმნან  ნახაზი.
       ნამუშევრების პრეზენტაცია.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/  ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან  კავშირი:
ათ. VIII.8.  მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა თვისებების გამოყენება ფიგურათა კლასიფიცირებისათვის და მათი სახეობების შესადარებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         აყალიბებს მიმართებებს (მაგალითად ზოგადობა-კერძოობა) ფიგურათა სახეობებს     ან თვისებებს შორის, სქემატურად გამოსახავს ამ მიმართებებს (მაგალითად ცხრილის  ან დიაგრამის საშუალებით);
·         ფიგურის მოცემულ თვისებებს (მათ შორის სიმეტრიულობა) შორის ირჩევს თვისებათა იმ მინიმალურ ერთობლიობას, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს ამ ფიგურას;
·         მოცემული ხედების მიხედვით ასახელებს სივრცული ფიგურის შესაძლო სახეობას.
მათ. VIII.9.  მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად;
·         იყენებს დეკარტეს კოორდინატებს ფიგურის ან მისი ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად;
·         პოულობს ფიგურის ფართობს მარტივ ფიგურებად დაყოფის ან მარტივ ფიგურამდე შევსების ხერხით;
·         იყენებს მოცულობის ადიციურობას არაგადამფარავი ფიგურების კომბინაციით მიღებული ფიგურების მოცულობების შესადარებლად/მოსაძებნად.
9.          პროექტის   ხელმძღვანელი(მასწავლებელი): თინათინი  გაბარაევა,  ახალი     სამგორის საჯარო   სკოლა.
10.      ხელმძღვანელის  ელ.  ფოსტა:tinatinigabaraeva1955@gmail.com
11.      პროექტის   ვებ-გვერდი/ ბლოგი: http://tinatinigabaraeva1955.blogspot.com/

ამინდი

დღეს  14 აპრილია,  მოსალოდნელია  დღის  მეორე ნახევარში  წვიმა  და  ძლიერი  ქარი.

воскресенье, 13 апреля 2014 г.

მზიას

მზია გილოცავ  ბზობის  ბრწყინვალე  დღეს, გისურვებ  ყოველივე კარგს,  ღმერთი  იყოს
შენი  და  შენი  შვილისა  და  შვილიშვილების  მფარველი.